• მწიფე ბანანი დასრისეთ. წაისვით მთელ სახეზე, ყელზე. გაიჩერეთ 20-25 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
• ხაჭო, იოგურტი, არაჟანი, მაწონი- სურვილისამებრ აირჩიეთ რომელიმე მათგანი, წაისვით სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.
• აიღეთ ყურძენი, კივი და პომიდორი, გახეხეთ, შეურიეთ ერთმანეთს და ნიღაბი სახეზე დაიდეთ.
• თეთრი პურის ნატეხი დაასველეთ რძეში და სახეზე წაისვით.
• თბილი კარტოფილის პიურე რძეს¬თან ერთად, არაჩვეულებრივად ეფექტიანი ნიღაბია.
• 1 ს/კ შვრიას დაასხით ადუღებული წყალი. ფაფა დაიდეთ სახესა და ყელზე.