ამ შაბათ-კვირას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები და მაყურებელი სანდრექსას ბებია ჟუჟას გლოვობდნენ.
რატომ გადაწყვიტეს ფილმის შემქმნელებმა ზაფხულის ჭრელ და ცხელ დღეებში ორი დღე გლოვისა და ძაძებისთვის გავემეტებინეთ, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ მათ ამჯერადაც კიდევ ერთი ქართული ტრადიციის - ქელეხის მამაპაპური და თანამედროვე ვარიანტების სინთეზი შემოგვთავაზეს, რის გამოც სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიეს.
- ეს ორი სერია რომ ნახონ ბრაზილიური სერიალის შემქმნელებმა, შერცხვებათ, რომ გადაუჯოკრეთ
- ამ შაბათ-კვირას რეჟისორმა იზრუნა იმაზე, რომ დაენახვებინა ქელეხის ტრადიცია და არ უფიქრია იმაზე, რა ამაზრზენი და საზიზღარი იყო ეს სერიები... იმედი ჰქონდა, რომ რაღაც იაფფასიანი დიალოგები გაანეიტრალებდა იმ სცენებს. ამ სერიალს თუ ხალხი უყურებს - უყურებს იმიტომ, რომ განიტვირთოს და ისიამოვნოს და არა ორი დღე ძაძებს, დაკრძალვას, ტირილ-მოთქმას, გლოვასა და პანაშვიდებს უყუროს...
ვეღარაა ეტყობა მთლად დალაგებული სცენარისტი... მგონი, ჟუჟას ჩააყოლა ამ სერიალის რეიტინგიც. სიმბოლურად, ეს იყო ამ სერიალის რეიტინგის პანაშვიდი...
- ეს ქეთი დევდარიანი ძალიან კეთილი გახდა მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ ჟუჟას ცხედართან დააფიცებდნენ სანდრექსას ნატაშკასთან დაშორებაზე
- დღევანდელი ქელეხი ძალიან საინტერესო იქნება. ეჭვი მაქვს, ბევრს ვიცინებთ.
ასეთი კომენტარები ჭარბობდა დღეს დილით სოციალურ ქსელში.
როგორ ფიქრობთ, მოძველებულია ქელეხის ტრადიცია? ანუ სამართლიანად გაილანძღნენ კატო, ნინა და ნატაშკა?