ირაკლი კუტალაძე: "რადგან არ ვამჟღავნებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი ვარ" - Marao

ირაკლი კუტალაძე: "რადგან არ ვამჟღავნებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი ვარ"

2013-07-31 15:30:44+04:00

მართალია, სოციალურ ქსელში ხშირად წუწუნებენ, რომ ხალხი დაიღალა ბადურაშვილი-კუტალაძის წყვილით, მათ გარშემო ინტერესი მაინც არ იკლებს და პირიქით, სკანდალი ვერც ბეგაშვილი-სადუნიშვილის დაპირისპირებამ გადაფარა.

მას შემდეგ, რაც ნინიმ იმშობიარა და სამშობიარო დატოვა, ირაკლი კუტალაძის "ფეისბუქის" გვერდზე აქტიურობა არ მთავრდება. ზოგი მამობას ულოცავს, ზოგიც კი ნინიზე "ნიუსებს" უტვირთავს. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირაკლიმ დაბადების დღე მოსკოვში საკუთარ "კოქტეილ ბარში" გადაიხადა.

მაშინ როდესაც საქართველოში მისი და ნინის დაშორების რეალურ მიზეზებს არკვევდნენ, კუტალაძემ დრო არაჩვეულებრივად გაატარა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში იუბილეს ამსახველი უამრავი ფოტო გავრცელდა.

იხილეთ სრულად: reitingi.ge