ლედი გაგა აბრამოვიჩის მეთოდით გაშიშვლდა (+ფოტო) - Marao

ლედი გაგა აბრამოვიჩის მეთოდით გაშიშვლდა (+ფოტო)

2013-08-09 11:26:09+04:00

შესაძლოა, ის ასეთად დაიბადა (Born This Way), მაგრამ ალბათ ეს არ არის მიზეზი, რომ ლედი გაგა ყველა მიზეზით შიშვლდებოდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

27 წლის გაგასთვის პირველი არ იყო, დედიშობილა პოზირება, მაგრამ მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა ეკლდა იქემდე, რომ ამისგან მთელი არსებით მიეღო სიამოვნება – ხის სახლი ტყეში და ეზოთერული ვიდეო თანხების ორიგინალურად მოსაზიდად.

კლიპი გაგას უახლოესი მეგობრის, მხატვრის და უამრავი პერფორმანსის ავტორის, მარინა აბრამოვიჩის დასახმარებლად გადაიღეს. უფრო კონკრეტულად კი იმისთვის, რომ მოიზიდონ თანხები მარინას კერძო ინსტიტუტის გასახსნელად, სადაც ის შეასწავლის მეთოდს, რომელსაც მისივე სახელი ეწოდება.

კადრებში ლედი გაგა ვარჯიშების სერიას ასრულებს – თავდაპირევლად ტანსაცმელში, შემდეგ კი სრულიად შიშველი. მომღერალი მინდორში ახვეული თვალებითა და მაღლა ხელებაწვდილი მიდის. შემდეგ იხრება და სარევალს კრეფს.

შემდეგ კადრში ვარსკვლავი უზარმაზარ კრისტალს ეხვევა, მერე მასზე ჯდება და მონოტონურ ხმას გამოსცემს.

გაგა ორწუთიან ვიდეოში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მარინას მიერ ნიუ-იორკში წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა. ამ ღონისძიების მიზანია – მოიზიდონ თანხა "დისციპლინირებული შემოქმედებით-საგანმანათლებლო ცენტრისთვის, სადაც აჩვენებენ სხვადასხვა პერფორმანსს და აბრამოვიჩის მეთოდს შეისწავლიან".

იხილეთ ვიდეო

ლედი გაგამ, რომელიც, სხვათა შორის, 19 აგვისტოს ახალ სინგლს გამოუშვებს, ადრე მარინას შესახებ განაცხადა: "მე შეპყრობილი ვარ ამ ქალით. ის საოცარია".

მასალის წყარო: Sun