არც მკერდი, არც წელი?! როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში Victoria’s Secret-ის ანგელოზები? (+ფოტო) - Marao

არც მკერდი, არც წელი?! როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში Victoria’s Secret-ის ანგელოზები? (+ფოტო)

2013-08-12 13:01:51+04:00

Victoria’s Secret-ის მოდელები სინამდვილეში "ანგელოზები" კი არა, ნამდვილი დემონები ყოფილან, რადგან თავიანთი სრულყოფილი სხეულებითა და იდეალური პარამეტრებით 90-60-90, უცელულიტო, პრიალა და მბზინავი კანით, გვაიძულებენ, დავსხდეთ მკაცრ დიეტებზე და თავი მოვიკლათ სპორტდარბაზებში.

იხილეთ ფოტოგალერეა

სინამდვილეში კი, თურმე, იდეალური სხეული არ არსებობს. ამის მტკიცებულებად კი გთავაზობთ ჩვენს დღევანდელ ფოტოგალერეას, სადაც Victoria’s Secret-ის მოდელებს ფოტოშოპამდე და მას მერე წარმოგიდგენთ.

მკერდი სადღაა?

Victoria’s Secret-ის სარეკლამო ფოტოებზე აქცენტი ყოველთვის ლამაზ მკერდზეა გაკეთებული. რა თქმა უნდა, მოდელებს აქ ულამაზესი ფორმის სავსე მკერდი მოუჩანთ. მაგრამ სულ სხვა ხედი იშლება, როცა იგივე ქალბატონებს რეალური ცხოვრების ამსახველ კადრებში საცურაო კოსტიუმში ან საერთოდაც, გახდილებს ვიხილავთ.

აღმოჩნდა, რომ კენდის სვეინპულის ტანი სულაც არ ჰგავს "ქვიშის საათს", ხოლო როზი ჰანტინგტონ-უატლისა და მირანდა კერს საერთოდაც, სულაც ჰქონიათ ისეთი სავსე მკერდი, როგორიც სარეკლამო ფოტოებზე მოუჩანთ. მაშ, რაშია საიდუმლო? სავარაუდოდ, ჯადოსნურ push-up-ში, რომლითაც Victoria’s Secret-ის თითქმის ყველა ბიუსტჰალტერია აღჭურვილი...

უმაკიაჟოდ!

მინიმუმ 2 ზომით გაზრდილი მკერდით სიცრუე არ მთავრდება... თუ Victoria’s Secret-ის კატალოგს ყურადღებით შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ დამუშავებისას, მაგალითად, ალესანდრა ამბროსიოს აშორებენ ცელულიტს, დაუტცენ კრეზს კი უვსებენ მის ძალიან გამხდარ მუცლის პრესს. ხოლო მოდელების ახლო კადრით დათვალიერებისას, აღმოვაჩენთ, რომ გოგონები მაკიაჟის გარეშე არც ისეთი ლამაზმანები არიან, როგორადაც მათ პოდიუმსა და ფოტოებში აღვიქვამთ.