თქვენთან ხშირად წერენ ისტორიებს გამწარებული რძლები. დედამთილის ჩადენილ რა საშინელებას აღარ ჰყვებიან.
ღმერთმა იცის, იქიდან რა არის მართალი და რა მათი დამატებული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მათ ჰგონიათ, რომ კარგი დედამთილი არ არსებობს, ისე ვფიქრობ მეც რძლებზე.
ჩემმა ერთადერთმა სიბერის შვილმა უჩამ ნესტანი რომ მოიყვანა ცოლად, მაშინვე ცალკე გავუშვი. ეკონომიურად არ გვიჭირდა და თან ბიჭისთვის ბინა მანამდე მქონდა ნაყიდი.
ნესტანს ჩემი გაკეთებული რემონტი არ მოეწონა, მაგრამ ქორწილის და მოგზაურობის შემდეგ ახალი რემონტისთვის ფული აღარ დაგვრჩა.
მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა. მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე უყვარდა.
ერთ თვეში გამომიცხადა, სახლი გაყიდე და მაგ ფულით რემონტს გავაკეთებთ, შენ კი ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლადო. მივხვდი, რომ ნესტანმა წააქეზა, მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
სრულად ტექსტი იხილეთ: .reitingi.ge