პალესტინელი ქალების "საცურაო კოსტიუმები" (+ ფოტო) - Marao

პალესტინელი ქალების "საცურაო კოსტიუმები" (+ ფოტო)

2013-08-21 11:00:22+04:00

როგორც წესი, ადამიანები პლაჟზე მაქსიმალურად შიშვლდებიან, ზოგი იმდენად, რომ მხოლოდ მზის სათვალის ამარა რჩება. პალესტინელი ქალები კი – პირიქით.

პლაჟზე ისინი თავით ფეხებამდე შემოსილები ისვენებენ. ფოტოები, რომლებსაც აქ გთავაზობთ, 2013 წლის 11 აგვისტოს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა გადაღებული.

ისრაელის ხელისუფლებამ უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ ათასობით პალესტინელს მისცა უფლება, შესულიყო მათ ტერიტორიაზე, რამაც მათ საშუალება მისცა, დაესვენათ ხმელთაშუა ზღვისპირეთის პლაჟზე იდ ალ-ფირტის დღესასწაულის დროს.

ეს არის დღესასწაული, როდესაც მთელი მუსულმანური სამყარო წმინდა მარხვის, რამადანის დასასრულს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოგალერეა