ბოლო დროს სოციალური სივრცე პოლიტიკური და კრიმინალური ნიუსებით გაივსო. ტელევიზიით ახალი გადაცემებიც აღარ გადის. ჯერ სატელევიზიო სეზონი არ დაწყებულა, თორემ ცირკის არენაზე აცეკვებულ გია სურამელაშვილზე მაინც იხალისებდნენ ან ''ნიჭიერის'' რომელიმე მონაწილის ''ნიჭიერობა'' გახდებოდა განხილვის საგანი.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სოციალურ ქსელს ბომონდური მხიარულება აკლია. შორენა და თიკოც მორჩნენ ჩხუბს და ბადურაშვილი-კუტალაძეც დალაგდნენ.
სწორედ ამ დროს მოგვისწრო ბედზე გივი სიხარულიძის ''უნიკალურმა'' სურათმა, რომელმაც მსახიობის, პოეტისა და მრავალმხრივ განვითარებული ნიჭის მქონე ადამიანის ''25-სანტიმეტრიანი'' მითის მსხვრევა გამოიწვია.
''უძინართა მზეში'' განსახიერებული როლის შემდეგ მკითხველმა კარგად იცის, რამდენს ხუმრობდნენ ბატონ გივისა და 25 სმ-ზე. ამ უხერხულ თემაზე ხუმრობას თავადაც არ ერიდება პრესასა და პირდაპირ ეთერში.
გუშინ სოციალურ ქსელ ''ფეისბუქზე'' ერთ-ერთმა სახალისო გვერდმა, სახელწოდებით ''ბნელი და ტკბილი 90-იანები'' უცნობი ახალგაზრდა ყმაწვილის და ბატონი გივის ზღვის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სიხარულიძე საცურაო კოსტიუმშია გადაღებული.
ფოტო, სახელწოდებით ''გივი გვაბოლებდა?'' მწვანე კონცხზეა გადაღებული. გთავაზობთ ყველაზე სახალისო და ორიგინალურ კომენტარებს, რომლებიც ამ ფოტოს გამოქვეყნებას მოჰყვა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge