გუშინ თურქეთიდან მომავალი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და დიზაინერი გიორგი ნაზღაიძე სარფის საბაჟოზე დააკავეს. ეს ინფორმაცია ღამით გავრცელდა. ინფორმატორი იუწყებოდა, რომ გიორგი ნაცემი გახლდათ, თამუნას კი მანქანა ჩამოართვეს.
მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ წყვილმა სარფის საბაჟოზე რიგი არ დაიცვა. ამ უცნაურ მიზეზს უამრავი ჭორი მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთი არ გამართლდა.
მოგვიანებით საქმეში საკონსულო ჩაერთო და შესაბამისი სამართლებრივი ოქმის გაფორმების შემდეგ წყვილი რამდენიმესაათიანი "პატიმრობიდან" გაათავისუფლეს. თურქი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარზე მცირე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი.
ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი სოციალური ქსელის საშუალებით გახდა. როგორც დაპატიმრების, ასევე გათავისუფლების შესახებ "ფეისბუქიდან" შევიტყვეთ. თავისუფლებაზე მყოფმა ცნობილმა წყვილმა ერთმანეთს ასე მიულოცა: "მოულოდნელ "სვაბოდას" გილოცავ, "ბრატ"…
მოგვიანებით გიორგი ნაზღაიძემ თავისი და თამუნას სახელით, ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც გვერდით დაუდგა და მათი პრობლემა განიცადა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge