7 შიშველი, სექსუალური სუპერმოდელი ჟურნალ Interview-ს სექტემბრის ნომერში (+ფოტო) - Marao

7 შიშველი, სექსუალური სუპერმოდელი ჟურნალ Interview-ს სექტემბრის ნომერში (+ფოტო)

2013-08-29 14:07:29+04:00

როგორც წესი, ჟურნალის გარეკანზე ერთი ცნობილი ადამიანი ან მოდელი იწონებს თავს. აი, ჟურნალ Interview-ს ამერიკული ვერსია კი ამ სისტემის წინააღმდეგ წავიდა და სექტემბრის ნომრის ყდისთვის მთელი შვიდი გმირი აირჩია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, ლინდა ევანგელისტა, ემბერ ვალეტა, სტეფანი სეიმური, დარია ვერბოვა, კრისტი ტარლინგტონი - მეტი დამაჯერებლობისა და მომხიბვლელობისთვის გაშიშვლდნენ.

მოდის ინდუსტრიაში ყველა ფეშენ-ჟურნალისთვის მნიშვნელოვანი ნომერი – სწორედ სექტემბერში გამოდის. ახალი სეზონის გახსნისთვის მთავარი რედაქტორები და სტილისტები ჟურნალის გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ირჩევენ covergirl-ს. როგორც ჩანს, ჟურნალ Interview-ს ამერიკულმა რედაქციამ მაინც ვერ შეძლო შვიდი კანდიდატიდან ერთ-ერთის ამორჩევა.

ნომერს The Models უწოდეს, ხოლო მისი ლეგენდარული შვიდი გმირი ჟურნალისთვის გაშიშვლდა და მის ფურცლებზე ცხოვრებასა და საკუთარ სამუშაოზე ისაუბრა.

ამ გრძელფეხება ლამაზმანების უმეტესობამ სახელი 90-იანებში გაითქვა. მას შემდეგ ისინი იპყრობდნენ პოდიუმებს და დღემდე მოთხოვნად მოდელებად რჩებიან. როგორ ინარჩუნებენ ფორმებს ისე, რომ თამამად შიშვლდებიან ჟურნალისთვის, ამის შესახებ მოდელებმა ჟურნალის მკითხველს უამბეს.

43 წლის ნაომი კემპბელს არაერთხელ უთქვამს, რომ იოგას უმადლის არაჩვეულებრივ სხეულს; 45 წლის სტეფანი სეიმური უკვე მერამდენე წელია, ცილოვან დიეტას იცავს და რეგულარულად მისდევს სპორტს; 39 წლის ამბერ ვალეტა მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად უვლის კანს და სახლიდან ისე არ გადის, რომ სქელი ფენა SPF-კრემი არ წაისვას.

ერთი სიტყვით, ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. თქვენ რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად ამ შვიდი ლამაზმანიდან?