ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჟოლო შეუცვლელი საშუალებაა დაორსულებისა და ორსულობის სწორად განვითარებისთვის.
44 მამაკაცისგან შემდგარმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჟოლო ძლიერი სქესის ნაყოფიერების მაჩვენებელს აუმჯობესებს. ჟოლო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს და მაგნიუმს, რომელიც სპერმატოზოიდებს დაზიანებისგან იცავს.
ასე რომ, მამაკაცები (კვლევის მონაწილეები), რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ამ კენკრას, 20%-ით ნაკლებ დაზიანებულ სპერმატოზოიდს შეიცავდნენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ მიირთმევდა ჟოლოს.
სასარგებლო და გემრიელი კენკრა ასევე ძალიან სასარგებლოა მომავალი დედებისთვის. ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ჟოლო შეიცავს, ამცირებს მოშლის საშიშროებას, ხოლო ფტოლატები ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებებია ემბრიონის განვითარებისთვის, - აღნიშნავს The Daily Mail.