რეჟისორი შოთიკო კალანდაძე ცნობილია, როგორც ეროტიკული ფილმების ავტორი. ამის გამო ყოველთვის გულისტკივილს გამოთქვამს, რადგან მას ბევრი ისეთი ფილმი აქვს გადაღებული, სადაც ეროტიკა საერთოდ არაა.
რეჟისორი თვლის, რომ მისი ფილმები კინოში ახალი სიტყვაა და მათ კინო-ლექსებს უწოდებს. ახერხებს და საკუთარ ფილმებში სათამაშოდ ითანხმებს ძალიან ცნობილ მსახიობებს. მის ფილმებში გაშიშვლებულან: ლიკა ქავჟარაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნაწილობრივ - ნანკა კალატოზიშვილი, სპორტსმენი რამაზ ნოზაძე, მაგრამ არცერთი პოლიტიკოსი. დავინტერესდით, დააკავებდა თუ არა ქართველ პოლიტიკოს ქალებს საკუთარ ფილმებში და ამ შემთხვევაში ვისზე შეაჩერებდა არჩევანს რეჟისორი.
- შოთიკო, ამჯერად რა ფილმზე მუშაობ?
- ვაგრძელებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის სერიაზე მუშაობას. რამდენიმე ფილმზე ვმუშაობ ერთდროულად. ორი თვის წინ ნანი ბრეგვაძე გადავიღე ფილმში უკვე მეორედ. კახი კავსაძე გადავიღე მხატვრულ ფილმში "ძვირფასი ცოლი". ბატონი კახი ჩემი ფილმების დიდი მხატვრების სერიაშიც მყავს გადაღებული. ორი ფილმი გამოვა ბატონი კახის მონაწილეობით. თქვენ, ალბათ, ეროტიკასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, არის თუ არა სიშიშვლე ჩემს ახალ ფილმებში.
- რა თქმა უნდა, ეს კითხვა გვაქვს, არის ეროტიკა?
- რასაკვირველია, არის. ფილმში, სადაც თამაშობს ბატონი კახი კავსაძე, ძალიან არაორდინარული ამბავია გადმოცემული. ფილმის თემა ძალიან საინტერესოა, ის, რომ ცოლის სიყვარული უფრო ღრმა არის. კაცმა შეიძლება დაინახოს შიშველი ქალი და წამიერი გრძნობა გაუჩნდეს, მოეწონოს და გული აუჩქროლდეს, მაგრამ ცოლთან ურთიერთობა უფრო ღრმა და ძვირფასია.
ფილმში შიშველი ითამაშებს ცირა კუპრაშვილი. ცირა ექსტრასენსია. გახსოვთ, ალბათ, "პროფილში" მაია ასათიანმა რომ მიიწვია, შირმის უკან მდგომი ია ფარულავა გამოიცნო. ცირა ჩემს სხვა ფილმებშიც არის შიშველი, ედმუნდ კალანდაძე და ზურაბ ნიჟარაძე ხატავენ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge