ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა საკუთარ "ფეისბუქის" კედელზე და ინტერვიუებში საშინლად განრისხებულია და რადიკალურ განცხადებებს აკეთებს.
ამის მიზეზი ის კომენტარი გახდა, რომელიც ერთ-ერთ ინტერნეტპორტალზე, მისი სტატიის ქვეშ გააკეთა მკითხველმა. როგორც გაირკვა, ხატიამ მისი ვინაობა დაადგინა და შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტს უჩივის.
ამჟამად უკვე ორი შვილის დედა ხატია სიჭინავა ისეა ამ ფაქტის გამო განრისხებული, რომ სოციალური ქსელიდან იმუქრება: "ყველას, ვისაც გავშიფრავ, მთელ საქართველოს გავუშიფრავ, ეჭვი არ შეგეპაროთ!!!. დროა, საკუთარი ბინძური აზრების კორექტირება დაიწყოთ".
ასე რომ, ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ, სანამ რაიმე სტატიაზე კომენტარს გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით![Wink Wink](plugins/editors/tinymce/jscripts/tiny_mce/plugins/emotions/img/smiley-wink.gif)