გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.
სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა.
გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.
სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.
სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.
იხილეთ სრულად: reitingi.ge