ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქერა ლამაზმანის და მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლოს, მერილინ მონროს ფოტოები აუქციონ Freeman-ზე რეკორდულ თანხად – 41.250 დოლარად გაიყიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ფოტოები, რომლებიც საწყის თანხაზე 10-ჯერ ძვირად გაიყიდა, 1962 წელს, ლეგენდარული მსახიობის გარდაცვალებამდე 6 კვირით ადრე, ჟურნალ Vogue-ის დაკვეთით არის გადაღებული.
ეს გახლავთ პორტრეტული, ფეშენ და ეროტიკული ფოტოების ერთგვარი მიქსი.
აღსანიშნავია, რომ მონროს უკანასკნელი ფოტოების ავტორი მერილინზე არანაკლებ ცნობილი ფოტოგრაფი და კინოდოკუმენტალისტი ბერტ შტერნი გახლავთ.
მასალის წყარო: CBS News