ახალი სასწავლო წლის დაწყებას ბევრი ჩვენგანი დიდი მოლოდინითა და სიხარულით ელოდა და აი, ისიც, დაიწყო სასწავლო წელი და რა დაიწყო. სრულიად "ფეისბუქსაზოგადოებამ" (ქართულმა, ცხადია) თითქოს პირი შეკრაო, საკუთარი თუ შვილების სკოლის ქრონიკების გადმოლაგებას მიჰყო ხელი.
იხილეთ ფოტოგალერეა
ინტერნეტსივრცე ახალბედა მოსწავლეების ფოტოებით აჭრელდა. ეს ამბავი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვახარებს, რადგან ატეხილი აჟიოტაჟი კიდევ უფრო მეტ საზეიმო ელფერს სძენს დღევანდელ დღეს და გაცილებით მეტ ხიბლს ანიჭებს.
წლევანდელი წელი განსაკუთრებულად გვინდა მივულოცოთ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, მომღერალ ქრისტინე იმედაძეს, აწ უკვე ყოფილ მოდელ ნინო ორდენიძეს, "ჯეოსტარის" მონაწილე ნათია დუმბაძეს და მსახიობ თამარ მაყაშვილს, ისინი დღეს პირველკლასელების დედიკოები და მამიკოები არიან.
ასე რომ, გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავერთოთ საერთო ორომტრიალში და ეს დღე ცნობილი ქართველების პირველკლასელი შვილების სახალისო ფოტოებით გაგიხალისოთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
გუშაგი