სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა... - Marao

სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა...

2013-09-19 13:30:18+04:00

არ ვიცი, ეს ახალი ტენდენციაა თუ სხვა რამ ხდება ჩვენს ბომონდურ წრეებში, მაგრამ საჯაროდ ლანძღვა და კამათი, მგონი, უკვე მოდური გახდა. ცოტა ხნის წინ შორენა ბეგაშვილისა და თიკო სადუნიშვილის ორთაბრძოლის მომსწრენი გავხდით, რომელთაც საასპარეზოდ "ფეისბუქის" საკუთარი გვერდები გამოიყენეს.

ეტყობა, ეს იდეა ძალიან მოეწონა სალომე გოგიაშვილსაც და გუშინ საოცარი ფოტო დადო, სადაც ნინა წკრიალაშვილის გვერდით მიმონტაჟებული რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი სერგეი ზვერევია გამოსახული.

ნინასაც და ზვერევსაც იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული, რომ სალომეს კომენტარი -"იპოვეთ 3 ან 2 ან 1 განსხვავება" მართლაც არ იყო უადგილო, რადგან ამ ორ ადამიანს შორის მსგავსება მართლაც დიდია.

ამ პოსტს, რასაკვირველია, სალომეს "ფეისბუქის" მეგობრებისგან კომენტარებიც მოჰყვა. ზოგი მათგანი წერდა, ალბათ ერთსა და იმავე ექიმთან იყვნენ ოპერაციის გასაკეთებლად და ამიტომ ჰგვანან ასე ერთმანეთსო, ზოგმა ფანტაზია უფრო გაშალა და დააკომენტარა - ალბათ, ნინამ ზვერევის ფოტო მიუტანა ექიმს, სანამ ოპერაციას გაუკეთებდაო.

ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ნინას ზვერევთან შედარება სალომეს კომპლიმენტად ჩაუთვალა, რაზეც სალომემ ეჭვი გამოთქვა, ზვერევმა რომ გაიგოს, ვის შევადარე, მეშინია, გული არ გაუსკდესო...

იხილეთ სრულად: reitingi.ge