თითქოს ჩვეულებრივი ხილია... ჰო, სასარგებლოც ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ფაქტია, რომ მან მართლაც უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში.
პირველი, რა თქმა უნდა, სამყაროს დასაბამს უკავშირდება და რა თქმა უნდა, პირველ ქალს, რომელმაც ამ აკრძალული ხილით აცდუნა მამაკაცი და სამოთხე მას მერე კაცობრიობისთვის საკრალურ ადგილად იქცა.
მეორე ნიუტონის აღმოჩენას უკავშირდება, რომლითაც მიზიდულობის კანონს მიაგნო მეცნიერმა.
ხოლო მესამე – ბოლო დროის ტექნიკურ გადატრიალებას დაედო საფუძვლად და მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი არ არის და მოკბეჩილია, მაინც შეიძლება ჩაითვალოს სერ სტივენ ჯობსის უდიდესი წარმატების გარანტად.