მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი 2 წლის ასაკიდან ხატავს. მისი ნამუშევრები იმთავითვე უნიკალურობით გამოირჩეოდა.
სიმბოლოების გაშიფვრა, რომლებითაც იქმნება მისი ტილოები, ნებისმიერ მნახველს (სპეციალური განათლების გარეშეც) შეუძლია.
ამ უნიკალური ნიჭის მქონე მხატვრის მიერ არის მოხატული ორი ასევე უნიკალური წიგნი – "მათეს სახარება" და "ვეფხისტყაოსანი", რომელიც პარიზში გამოიცა. "მათეს სახარება", რომლის მოხატვასაც რუსუდანმა 3 წელი მოანდომა, ხელნაწერი წიგნია და მისი გვერდები ხბოს ტყავისგან არის დამზადებული.

რუსუდანის უნიკალური ნიჭის შესახებ არა მხოლოდ საქართველოშია ცნობილი. პარიზში, ერთ-ერთ მიღებაზე მხატვარმა Hermes-ის მოდის სახლის მფლობელი, ბერტრად პიეში გაიცნო. მას მერე, რაც დიზაინერმა და მისმა მეუღლემ რუსუდანის ნამუშევრების კატალოგი ნახეს, მხატვარს შესთავაზეს, მეორე დღესვე შეხვედროდა მათ მთავარ დიზაინერებს. მათ, თავის მხრივ, თანამშრომლობა მოისურვეს რუსუდანთან.
"მითხრეს, რომ თუკი მე მათთვის დავხატავდი, ჩემს კოლექციას დაუყოვნებლივ გამოუშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა კოლექცია რვა წლით ადრე აქვთ გაწერილი. მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერი შემიქმნია მათთვის, თუმცა აუცილებლად შევქმნი" – ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი.
ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, კიდევ მეტი წარმატება ვუსურვოთ რუსუდანს.