თქვენი ხუმარა დედები მ...ნ" - წერს მსახიობი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.
საქართველოში ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ტყუილებით ხალხის აფორიაქება. კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ როგორ გავრცელდა ჭორი, მომღერალი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
საიტები იუმორისტული სათაურით ნიუსებსაც დებდნენ: "ბუბა კიკაბიძე საკუთარ გარდაცვალებას უარყოფს"... მაშინ სოციალურ ქსელში ამ ფაქტს იუმორისტული სახე მიეცა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა მომღერლის გარდაცვალება ნამდვილად დაიჯერა.
რამდენიმე რუსული საიტი კი თვეების განმავლობაში ჯიუტად ამტკიცებდა, რომ კიკაბიძე ნამდვილად გარდაიცვალა. ვინ იხუმრა ბოროტად, ეს ინფორმაცია ბოლომდე უცნობი დარჩა, მაგრამ გარდაცვალებაზე ტყუილების სერია ბომბებმა შეცვალა. მას შემდეგ, რაც მცირე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა ტელევიზია "დაბომბეს", ბოროტ ხულიგნებს ახალი გასართობი გაუჩნდათ.
ორი დღის წინ, დილით ერთმა კოლეგამ დამირეკა და მკითხა, რამდენად მართალი იყო ჭორი მსახიობ და მწერალ გივი სიხარულიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს და საბედნიეროდ, ბატონი გივისთვის ამ თემაზე კომენტარი არავის უთხოვია. ამ საკითხზე ჩვენც არაფერს დავწერდით, რომ არა ერთი ფაქტი.
იხილეთ სრულად: reitingi.ge