7 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ბოლო დროის საუკეთესო ქართული ფილმი - "მანდარინები",რომლის რეჟისორიც ზაზა ურუშაძეა.
ფილმ "მანდარინებში" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მიშა მესხი გახლავთ, რომელიც რომანტიკოსი გმირის როლში გვევლინება - ის მსახიობია, რომელიც სამშობლოს ღირსების დასაცავად მოხალისედ მიდის აფხაზეთის ომში.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე.
ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.