ვლადიმერ პუტინმა "ინსტაგრამში" ქეთა თოფურიას კომენტარი დაუტოვა - Marao

ვლადიმერ პუტინმა "ინსტაგრამში" ქეთა თოფურიას კომენტარი დაუტოვა

2013-10-08 11:41:43+04:00

ქეთა თოფურია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება რუსულ შოუბიზნესში. მომხიბვლელმა და ნიჭიერმა მომღერალმა ახლახან გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა მოსკოვში, სადაც მთელი რუსეთის თუ საქართველოს ელიტა იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტმაც შეამჩნია "A-სტუდიო"-ს ნიჭიერი და მომხიბვლელი სოლისტი და მას "ინსტაგრამზე" მრავლისმთქმელი, თუმცა ძალიან მოკლე კომენტარი დაუტოვა, რომელიც ქეთამ "სკრინის" სახით გამოაქვეყნა და თავადაც დააკომენტარა: "Da ya vas slushau VLadimir Vladimirovich".

როდესაც ერთხელ ქეთა თოფურიამ კრემლში გამართულ კონცერტზე იმღერა, ის საქართველოში მკაცრად განსაჯეს. იმედია, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დატოვებული ეს პატარა კომენტარიც არ გახდება ქეთას ერის მოღალატედ გამოცხადების მიზეზი.