"არსებობს ქალის სამი კატეგორია: ჭკვიანები, დებილები და კატო კირვალიძე"... - Marao

"არსებობს ქალის სამი კატეგორია: ჭკვიანები, დებილები და კატო კირვალიძე"...

2013-10-14 12:35:25+04:00

დაიწყო პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი და სოციალური მაყურებელიც კვლავ მის ირგვლივ ალაპარაკდა.

ახალი სეზონი ერთ-ერთი დაქალის, კატო კირვალიძის თავგადასავლებით დაიწყო და სიახლით, რომ ის ქმარს კვლავ შორდება.

კატოს მრავალფეროვან კაცებს შორის ამჯერად ქართველი მილიონერი, მირიან ბარათეონი გამოჩნდა. თავდაჯერებული და კაცების მცოდნე კატო, რა თქმა უნდა, ყველა ხერხით ცდილობს, დაიპყროს მისი გული.

სერიალის თაყვანისმცემლები კი ამ დროს ეპითეტებს არ იშურებენ სერიალის ყველაზე სექსუალური გმირის მიმართ. ყველაზე აღსანიშნავი მაინც კატო კირვალიძის ბოლო დახასიათებაა, რომელიც საოციალურ ქსელში დღეს გამოჩნდა:

არსებობს ქალების სამი კატეგორია: 1. ჭკვიანები. 2. დებილები. 3. კატო კირვალიძე. Smile

თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?  Wink