მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა - 2013 წლის ბოლოდან მოსახლეობას საშუალება ექნება, მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს
- აღნიშნულ საკითხზე დღეს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ სააგენტოში დეტალურად ისაუბრა.
ნინო კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს, მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.
იხილეთ სრულად: ambebi.ge