რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა თავის ,,ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი ტანსაცმელი, ჩანთები და სამკაულები გასაყიდად გამოიტანა.
,,მინდა დავეხმარო ხანდაზმულთა პანსიონატს" - წერს ქართველი სექს-სიმბოლო. კომენტარების მიხედვით, ბევრი მის საქციელს უარყოფითად აფასებს, წერენ, რომ უჭირს და ამიტომ ყიდის; ბევრი კი მიიჩნევს, რომ მისი ნაცვამი სამოსი არავის სჭირდება. ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც შორენას გესლიანად "ჩაურტყა" – ათიათასდოლარიან ჩანთას რომ ყიდულობდი, ქველმოქმედებაზე მაშინ გეფიქრაო.
შორენა ბეგაშვილი:
- დიდი ხანია მინდოდა, ქველმოქმედებით დავკავებულიყავი. ამიტომ ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე დავდე იმ ნივთების ფოტოები, რომელთა გაყიდვიდან შემოსულ თანხას მოხუცთა თავშესაფარს გადავცემ. მინიმუმ 20 ათასი დოლარის ღირებულების ნივთებია. თუ ყველაფერი გაიყიდება, მათთვის ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ხალხის აგრესიასა და ცინიზმს, ეს საქველმოქმედო აქციაა და როცა იქაც კი უარყოფით კომენტარებს წერენ, ეს გულს მტკენს და მაღიზიანებს. ვისთვისაც კეთდება, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და დახმარებას ელოდებიან. დანარჩენები უსაქმური ხალხია და ჩემი ნაბიჯი ცუდად ამიტომ გაიგეს. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ბავშვთა და სხვადასხვა სოციალურად დაუცველთა სახლს დავეხმარები.
- კომენტარებში ნახსენები ,,ერმესის" ჩანთა, რომელსაც 10 ათას დოლარად ყიდით, მართლა 30-50 ათასი დოლარი ღირს?
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge