თუ ადამიანებს ჰკითხავთ, ყველაზე მეტად რომელ ექიმთან ეშინიათ მისვლა, 10-დან 9 გიპასუხებთ, რომ კბილის ექიმთან.
დღეს, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა სტომატოლოგია უკვე ფაქტობრივად, ყველაზე უმტკივნეულო მედიცინის დარგია, მაინც ვერ ლახავენ ადამიანები კბილის ექიმთან მისვლის შიშს.
წარმოიდგინეთ, რამდენად მამაცები ან სილამაზისთვის მსხვერპლზე წამსვლელები უნდა ყოფილიყვნენ ძველ რომში, რომ მსგავსი სასტიკი და დაუნდობელი სტომატოლოგიისთვის მიემართათ.