ნუცა შანშიაშვილის დედა 30 წლით უმცროს მამაკაცზე გათხოვდა - Marao

ნუცა შანშიაშვილის დედა 30 წლით უმცროს მამაკაცზე გათხოვდა

2013-10-21 16:09:17+04:00

რეჟისორი შოთიკო კალანდაძე ცოტა ხნის წინ დაგვიკავშირდა და ერთი საინტერესო ოჯახის შექმნის ამბავი გვიამბო. მისი ინფორმაციით, მსახიობი მზია მაღლაკელიძე მესამედ გათხოვდა და ამჯერად მისი რჩეული მათსავე ოჯახში მომუშავე მძღოლია.

შოთიკო:

- თქვენთვის ერთი ინფორმაცია მაქვს, მზია მაღლაკელიძე გაგვითხოვდა.

- რამდენი წლისაა ქალბატონი მზია?

- როგორც ვიცი, მეუღლე 43 წლისაა, მზია 77-ის. ეს კაცი მზია მაღლაკელიძის ოჯახში მუშაობდა. ორი წელი დადიოდნენ ერთად. ახლა საცხოვრებლად მზიასთან გადავიდა. ეროვნებით სომეხია. ორივე ჯერჯერობით მალავს, რომ დაოჯახებულნი არიან.

ცოტა ხნის წინ მზია მაღლაკელიძე გადავიღე ფილმში, ''დაუნდობელი გაზაფხული'', სადაც მზია ასაკით თავისზე პატარა ბიჭს მოეწონება, მაგრამ ამ ბიჭს მიატოვებს, რადგან იცის, რომ ასაკით უმცროსია და ოდესმე მაინც მიატოვებს.

მოგვიანებით ამ ბიჭს ულამაზეს გოგოსთან გადაეყრება სასიყვარულო სიტუაციაში. შეიძლება ითქვას, რომ მზიასთვის ეს ფილმი წინასწარმეტყველური გახდა, ასაკით თავისზე პატარა შეუყვარდა...

შოთიკოსთან საუბრის შემდეგ ქალბატონ მზიას დავუკავშირდით:

იხილეთ სრულად: reitingi.ge