როგორც ცნობილია, 2013 წლის ივლისში ნიკოლოზ ცისკარიძე მოსკოვის დიდი თეატრიდან პრემიერისა და პედაგოგის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ცნობილი ბალერონის თეატრიდან გათავისუფლება მისი და ხელმძღვანელობის ხანგრძლივ კონფლიქტს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, ცისკარიძის პროტესტს თეატრის რეკონსტრუქციისას დაშვებული დარღვევების შესახებ.
პრემიერმა არაერთხელ გამოთქვა ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება. რუსულ მედიაში კი გავრცელდა ხმები, რომ თითქოს ნიკოლოზ ცისკარიძემ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა თეატრის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სერგეი ფილინს, რის გამოც ეს უკანასკნელი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ცისკარიძემ გამოსამშვიდობებელ ბენეფისზეც და თეატრში ბოლო გამოსვლაზე უარი განაცხადა, რის შესახებაც რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთმა ქართველმა, ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ცისკარიძემ უარი თქვა გამოსათხოვარ ბენეფისებზე დიდ თეატრში. და მართლაც, მაშინ უნდა იცეკვო, როცა ამის სურვილი და საშუალება გაქვს. კიდევ უფრო საწყენია ის, რომ ცისკარიძე პედაგოგობიდანაც გაათავისუფლეს. თეატრმა ხელოვნებისთვის თავდადებული ადამიანი დაკარგა."