ვაშლისა და დარიჩინის გასახდომი კოქტეილი - Marao

ვაშლისა და დარიჩინის გასახდომი კოქტეილი

2013-10-26 11:00:37+04:00

ვაშლის წვენი დარიჩინით – ბუნებრივი საშუალებაა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება წონაზე.

დეტოქს-სასმლის რეცეპტი:

თხლად დაჭერით ვაშლი. უმჯობესია, აიღოთ არომატული ჯიში. დარიჩინის ერთი ჩხირი და ვაშლის ნაჭრები ჩაყარეთ ქვაბში ან წყლისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და დაასხით სუფთა სასმელი წყალი. შედგით მაცივარში 1-2 საათით.

სვით განუსაზღვრელი რაოდენობით, დღის ნებისმიერ დროს.

შემადგენლობა - 0 კალორია!