ყველამ კარგად იცის, რა იყო მანამდე და რა არის ახლა.
პოპულარულ ქართველებს პლასტიკური ოპერაციების და სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარება ჩვევად ექცათ. ბევრი მათგანი პლასტიკური ქირურგიის ცენტრებს უკვე სისტემატურად სტუმრობს.
მათი ნაწილი გარეგნობაში შეტანილ ცვლილებებს მალავს და ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია; ბევრი ცნობილი სახე კი გულახდილობას ამჯობინებს და ბოტოქსის მუდმივ გამოყენებას არ უარყოფს. მათი გარეგნობის საიდუმლოებებს ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ა. ქ. გვიმხელს.
მაშ ასე:
შორენა ბეგაშვილი ჩვენი კლიენტია და ძალიან კარგი მონაცემები აქვს.მისი ერთადერთი პრობლემა ტუჩებია. რამდენიმე წლის წინ ტუჩები ცუდი გელით გაიკეთა და ეს ეფექტი მთელი ცხოვრება დარჩა. შორენას მხოლოდ სახის და სხეულის კორექცია გავუკეთეთ. აიღეთ მისი რამდენიმე წლის წინანდელი ფოტოები და ახლანდელს შეადარეთ, ნახეთ მისი ფიგურა საცურაო კოსტიუმში. ყველამ კარგად იცის, რა იყო მანამდე და რა არის ახლა. მან ამ ეფექტს აპარატების მეშვეობით მიაღწია.
ია ფარულავა ბოტოქსს წელიწადში ერთხელ იკეთებს. ის არის ესთეტიკური მედიცინის კულტურის ეტალონი, რადგან მას არასოდეს თავი იქამდე არ მიჰყავს, რომ ოპერაცია დასჭირდეს. ის ბოტოქსს 25 წლის ასაკიდან იკეთებს. ახლა 45 წლისაა და ნახეთ, რა მშვენივრად გამოიყურება. ია ნატურალურად ლამაზი ჩანს, მას მიმიკა უმუშავებს, წარბები მოძრაობს, რადგან სახეზე ზუსტად და ზომიერად ვუნაწილებ ბოტოქსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ თვლის ცნობილი ქირურგი, რომ ნინა წკრიალაშვილი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია... კახი კალაძეს შუბლზე ბოტოქსი სჭირდება, ხოლო მაკა ასათიანი და ნანი ბრეგვაძე არაბუნებრივად გამოიყურებიან, იხილეთ ამონარიდის სრული ვერსია: kvirispalitra.ge