პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გია სურამელაშვილი დღეს დილას ავარიაში მოყვა. მომღერალი მძღოლის მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მუსკომედიის თეატრთან ავარია მოხდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მომღერალი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ გიას დავუკავშირდით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით.
- მოკლედ, შეიყარა ქვეყანა. მინდა დაგამშვიდოთ, კარგად ვარ, ერთი ნაკაწრი არ მაქვს, თორემ ჩემს ლამაზ სახეს რამე რომ დამართნოდა, გავგიჟდებოდი ალბათ (იცინის). საელჩოში მივდიოდით. გზად თაკო მელიქიშვილს უნდა შევხვედროდი, ერთად გვაქვს გასტროლი ისრაელში და ფოტოები უნდა გადაგვეღო საბუთებისთვის.
იხილეთ სრულად: reitingi.ge