Mrs. Carter Show-ტურის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე ამერიკელი მომღერალი ბიონსე სოფი კოტკის იმისათვის მიუახლოვდა, რომ გოგონა მომღერალს 2006 წლის ერთ-ერთი ჰიტის, Irreplaceable-ის შესრულებაში დახმარებოდა.

სოფი კოტკი უსინათლო გოგონაა და ის ბიონსეს ნამდვილი ფანია. მისთვის მართლაც სიურპრიზი იყო, როცა ბიონსემ დარბაზს წარუდგინა: "ეს განსაკუთრებული ახალგაზრდა ქალბატონია" და მასთან ერთად იმღერა.
კონცერტი ძალიან ემოციური გამოვიდა.