ბიზნესმენი ლევან ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე თვეა, რაც ახლოს გაიცნო. მისი იდეები, ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა ბევრისთვის განხილვის თემად იქცა.
რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი სამეფო კარმა რაინდად აკურთხა. სოციალურ ქსელში ვასაძის რაინდობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვასაძის განვლილი გზა, ოჯახის ინსტიტუტის მისეული გაგება, მონარქიის აღდგენის სურვილი მისაღებია და მისით აღფრთოვანებული არაერთი ქალბატონი და ცნობილი სახე გვინახავს.
ლევან ვასაძე პოპულარულობით ბევრ ხელოვანსა და პოლიტიკოსს აღარ ჩამორჩება. მას შემდეგ, რაც "ჩემი ცოლის დაქალებში" მირიან ბარათეონის პერსონაჟი გამოჩნდა, გაჩნდა ვერსია, რომ ამ გმირის პროტოტიპი ბიზნესმენი გახლდათ.
ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა. მაყურებელი ჯიუტად ცდილობს, რომ ყოველ ახალ სერიაში ბარათეონის გმირში ვასაძის თვისებები გამოიცნოს, თუმცა სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს:
"არ მგონია, ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონას და ბიჭის მოლოდინში იყოს"...
რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ვასაძემ რამდენიმე თვეა საჯარო ცხოვრება არჩია, მისი ოჯახის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ვიცით, რომ ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი: ოთხი გოგონა და სამი ვაჟი.
ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი გახლავთ. შვიდი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და ძველ ტრადიციულ სამოსშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
იხილეთ სრულად: reitingi.ge