რუსულ ''ახალ ხმაში", ბრმა კასტინგებიდან ოთხმა ქართველმა შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა. სულმოუთქმელად ველოდი რინგების დაწყებას. ჩვენმა თანამემამულეებმა კარგად კი მანერვიულეს, მაგრამ ნამდვილად ივაჟკაცეს და რუსები ვერც ერთს ვერ შეელივნენ.
ასე რომ, შემდეგ ეტაპზე, პირველი რინგების შემდეგ, ოთხივე ქართველი გადავიდა. ერთ-ერთი საინტერესო და გულისამაჩუყებელი იყო ორი ქართველის დანახვა რინგზე.
ნოდარ რევია და გიორგი მელიქიშვილი, რომლებიც პელაგიას გუნდში იყვნენ, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და ცნობილი რუსული სიმღერა ''ტუდა'' იმღერეს, ოღონდ ქართული მოტივებით.
საბოლოოდ პელაგიამ არჩევანი ნოდარ რევიაზე შეაჩერა, რომელსაც, როგორც ამბობენ, საფინალედაც ამზადებს, რადგან გარეგნული მონაცემებით, სასცენო მოძრაობებითა და საშემსრულებლო მანერით აშკარად გამორჩეულია.
გიორგი მელიქიშვილის შემთხვევაში კი ლეონიდ აგუტინმა გამოიყენა თავისი უფლება, ღილაკს დააჭირა თითი და თავის გუნდში გადაიყვანა. ასე რომ, ახლა აგუტინს ორი ქართველი ჰყავს - ეთერ ბერიაშვილი და გიორგი მელიქიშვილი.
იხილეთ სრულად: reitingi.ge