აშშ-ის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სკოლისდროინდელ ფოტოებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, როგორ წარიმართება ადამიანის ოჯახური ცხოვრება.
ექსპერტების ჯგუფმა, მეთიუ ჰერტენშტეინის ხელმძღვანელობით, შეისწავლა იმ ადამიანთა სკოლისდროინდელი ფოტოები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 55 წელი და მეტი. აღმოჩნდა, რომ მათ შორის, ვინც სკოლის ფოტოზე მოღუშულები იყვნენ და ბედნიერად არ გამოიყურებოდნენ, 5-ჯერ მეტნი იყვნენ განქორწინებულები, ვიდრე ისინი, ვინც ფოტოზე იღიმოდნენ.
"ადამიანები თითქოს ბავშვობიდან გრძნობენ თავიანთ მომავალ ბედს!" – ამბობს ფსიქოლოგი.
ეს ფენომენი საკმაოდ ახსნადია. ჩაკეტილი და მოწყენილი ბავშვები რთულად ეწყობიან თანატოლებს და ეს გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც.
ხოლო მხიარული ბავშვები უფრო მარტივად პოულობენ საერთო ენას გარშემომყოფებთან. ადამიანებთან ურთიერთობის დალაგების უნარი კი ადამიანებს ზრდასრულ ასაკში ეხმარებათ, შეინარჩუნონ ოჯახი.