ლედი დიანას ელეგანტურობასა და სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის. მას ბაძავდა მთელი მსოფლიო. მისი სახელობის ვარცხნილობებიც კი შეიქმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლედი დის დახვეწილ და ყველასათვის სამაგალითო გემოვნებაზე.
ახლა, როცა ლედი დის ტრაგიკული და იდუმალებით მოცული გარდაცვალებიდან რამდენიმე წელი გავიდა, ინტერნეტით ვრცელდება მისი აქამდე უცნობი ფოტოები.
როგორი იყო ლედი დი თინეიჯერობის ასაკში, ალბათ, ბევრ მის თაყვანისმცემელს დააინტერესებს. ჩვენი აზრით, დიანას ბოლომდე ჰქონდა შენარჩუნებული ბავშვური, გულბრყვილო გამოხედვა, რაც მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებდა.