გამოთვალეთ, არის თუ არა თქვენი შვილის სიმაღლე ასაკის შესაბამისი - Marao

გამოთვალეთ, არის თუ არა თქვენი შვილის სიმაღლე ასაკის შესაბამისი

2013-11-23 16:30:01+04:00

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პასუხობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა რუხაძე.

სპეციალური პროგრამის დახმარებით გამოთვალეთ, არის თუ არა თქვენი შვილის სიმაღლე ასაკის შესაბამისი

საიტზე შემოსულია კითხვები, რომლებიც ეხება ზრდის პრობლემას, აგრეთვე, სასურველ სიმაღლეს და წონას. პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გაიხსნა სპეციალური ზრდის ცენტრები (ქიაჩელის №18). თუ გაწუხებთ საკითხი, რომ ბავშვი არ არის შესაბამისი სიმაღლის, ჯობია თავიდანვე დამშვიდდეთ და მიმართოთ ასეთ ცენტრებს, გაიგოთ მშობლების სიმაღლის მიხედვით, რა სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი, როცა დაამთავრებს სიმაღლეში ზრდას.

შეგიძლიათ გაიგოთ მიზეზი, არის ენდოკრინული ხასიათის რაიმე დარღვევა თუ არაენდოკრინული. დარღვევები არის საყრდენ მამოძრავებელ სისტემაში, ანუ სქოლიოზის განვითარებაა დაწყებული, რაც ასევე სიმაღლეში ადაბლებს ბავშვს. შემდეგ უკვე, დიაგნოზი რომ ჩამოყალიბდება და გაირკვევა, რა სიტუაციაა, შეგვიძლია მკურნალობის მეთოდები ავარჩიოთ.

ნინო იოსელიანი:

მყავს 6 წლის შვილი (ბიჭი). მეჩვენება, რომ მის ასაკთან შედარებით დაბალია. მე 165 სმ ვარ, მამა 177 სმ, ბაბუა 186 სმ (მამის მხრიდან). ჩემი მხრიდანაც ასევეა. შემიძლია თუ არა განვსაზღვრო მისი სიმაღლე?

- რასაკვირველია, ორივე მეთოდი მისაღებია, მაგრამ უფრო ეფექტურია, თუ ცურვას გამოვიყენებთ. მასაჟი არის დამხმარე და თუ ასეთი კომფორტის საშუალება აქვს, ორივე ჯობია. მაგრამ აქ როგორი სიმაღლე უნდა იყოს გენეტიკით, ვპასუხობ - 177 სმ უნდა იყოს. სპეციალური პროგრამა ამის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.

დავით ჩიჩუა:

რა სახის დაავადებები უშლის მოზარდს სიმაღლეში ზრდას და თუ არის ამ ჩამონათვალში ნერვული აშლილობა?

- მინდა გითხრათ, რომ მოზარდს ნერვული აშლილობა ყველაფრის განვითარებაში უშლის ხელს, ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. შეიძლება მიზეზი იყოს ცუდი კვება და სქოლიოზური დაავადება, რომელიც ხერხემლის გამრუდების გამო სიმაღლეში ამცირებს ბავშვს.

ანუკა ონიანი:

მყავს 16 წლის გოგონა, 165 სმ. არის თუ არა მისი ასაკისთვის ნორმალური ეს სიმაღლე? და როგორ შევუწყო სიმაღლეში გაზრდას ხელი?

- პირველ რიგში, მინდა ვუთხრა, რომ ბავშვი საშუალოზე მაღალია, ქართველი პოპულაციის მონაცემების მიხედვით. ხელი შეუძლია შეუწყოს ვარჯიშებით გაჭიმვაზე, ძალიან კარგია, თუ დახურულია ზონები. თუ ზონები დახურული არ არის, მაშინ ხტომებია ძალიან კარგი და აი, ეს პალკოს მეთოდი ზუსტად მაგას გულისხმობს.

მაია კობახიძე:

რითი შეგვიძლია შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ადრეული ასაკიდან, თუ არის ვარჯიშები (წლინახევრის ბავშვისთვის).

- რასაკვირველია, არის, მაგრამ წლინახევრის ბავშვი ცუდად ვარჯიშობს, ამიტომ ზოგადი მასაჟი ვარჯიშებთან კომბინირებული ყველაზე ეფექტურია. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ცილოვანი პროდუქტით საკვების დატვირთვას, ანუ: ხორცი, კვერცხი, რძე - აი ეს პროდუქტები. დაავადებები არ უნდა გადაიტანოს და თუ კარგი გენეტიკა აქვს, ბავშვი კარგად განვითარდება.

ეკა კომლაძე:

ჩემი შვილი არის 15 წლის და არის 158 სმ, წონა 43 კგ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავეხმარო დათოს სიმაღლის და წონის მომატებაში.

- ბავშვის იდეალური წონა უნდა იყოს 58 კგ და 168 სმ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი გენეტიკისაა, როგორი ჰყავს მშობლები და ბებია-ბაბუები. იმისათვის, რომ ბავშვმა წონაში მოიმატოს, უნდა ვნახოთ ჰორმონალური სტატუსი, ხომ არ არის რაღაც ისეთი ჰორმონის სიჭარბე, რომელიც წონაში აკლებინებს. გარდა იმისა, რომ კვება უნდა იყოს სრულფასოვანი, ცილოვანი, კიდევ აუცილებლად საჭიროა ჰორმონების გადამოწმება.

ენდოკრინოლოგის გარეშე აქ რთულია ვთქვათ, რატომ არ იმატებს ბავშვი. იქ შეიძლება ჭიები იყოს, ათასი მომენტი არსებობს. ამ საკითხს ექიმის გარეშე ვერ გადავწყვეტთ.

მკითხველი ნინო:

ჩემი შვილი დეკემბერში გახდა 6 წლის. ამჟამად არის 21 კგ და 111 სმ. მაინტერესებს: 1)შეესაბამება თუ არა ასაკს მისი სიმაღლე. 2) თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია 14 წლამდე ბავშვებისთვის შესაბამისი სიმაღლის ცხრილი.

- თუ გოგონაა, იგი საშუალოზე მაღალია; თუ ვაჟია, საშუალოზე მცირედ დაბალი. მაგრამ იდეალური ციფრები არაფერს ნიშნავს, გენეტიკას უნდა გადავხედოთ, მთავარი მაინც ეგაა. წონა იდეალურია ორივე სქესისთვის. 14 წლამდე ბავშვი 159 სმ უნდა იყოს - გოგონაც და ბიჭიც.

მაია არსენაშვილი:

მყავს 16 წლის გოგონა - 150 სმ, წონა 43 კილო. როგორ შევუწყო ხელი მის სიმაღლეში ზრდას?

- 16 წლის გოგონას ძირითადი ზრდა დასრულებული აქვს. ამ ბავშვის მონაცემებით, ის მაინც დაბლად ითვლება ამ ეტაპზე, მაგრამ ზრდის ზონები აქვს თუ არ აქვს, ამის მიხედვით ფიზიკური დატვირთვის ან ერთი მეთოდიკა უნდა შევთავაზოთ ან მეორე, სრულფასოვან ცილოვან საკვებთან ერთად. არა მგონია, გენეტიკური რამე იყოს, მაგრამ მაინც სჯობს, ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაციის შემდეგ გადაწყდეს, რა გავაკეთოთ.

გვანცა:

მყავს წლის და 8 თვის ბიჭი. მართალია, ჯერ ადრეა მისთვის განსაზღვრა, მაღალი იქნება თუ არა, მაგრამ უკვე რამოდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ამ ასაკისთვის დაბალია. ძალიან მეშინია, რომ პატარა არ დარჩეს. რა საკვები მივაღებინო, უშუალოდ სიმაღლის ზრდაში ხელი რომ შეუწყოს.

- უკეთესი იქნება გამზადებული ამინომჟავების დანიშვნა შესაბამისი დოზით, ზოგადი ფიზიკური განვითარება, რაც მოიცავს ვარჯიშს და მასაჟს კომბინაციაში და ცილოვანი პროდუქტები: რძე, ხორცი, ვიტამინები, ბოსტნეული. ბავშვები ხშირად არჩევენ საკვებს და არ ღებულობენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, ამიტომ რაღაცნაირად ეს უნდა მოვახერხოთ, რომ ცილით დავტვირთოთ. ცილა არის მთავარი საშენი მასალა ორგანიზმში და ეს უნდა იყოს დიდი რაოდენობით.

სპეციალური პროგრამის დახმარებით გამოთვალეთ, არის თუ არა თქვენი შვილის სიმაღლე ასაკის შესაბამისი

ინტერნეტპრესკონფერენცია ambebi.ge