ია ფარულავა დილიდან ჰპირდებოდა თავის "ფეისბუქის" მეგობრებს, რომ ტარიელ სუარის გახდომის საიდუმლოს გაანდობდა. "მაშ ასე, მეგობრებო, როგორ გარდაიქმნა ეს ხოზო ბოჩკა სექსი მაჩოდ", - დაწერა იამ საკუთარ კედელზე და შემდეგი დიეტა შემოგვთავაზა:
"1. მან დაკიდა სახლის გარშემო თავისი გამხდარი ფოტოები.
2. ჩაიცვა გასახდომი ბოტასები.
3. დღეში 2 საათი ვარჯიშობდა.
4. დიეტა - უზმოზე ერთი კოვზი თაფლი ნახევარი გაწურული ლიმონით და წყალი.
საუზმე - რაც გინდა და რამდენიც გინდა.
12-დან 4-მდე - ორჯერ კვება უნდა მოასწროთ, ოღონდ განცალკევებული ( არ შეიძლება შერევა. ეს ცხრილი ყველგან არის და ნახეთ ). არ შეიძლება შაქარი, გლუტენი ( ფქვილეული), ხილი - 2 ცალი მხოლოდ.
წყალი - მხოლოდ 4 საათის შემდეგ.
მიიღეთ მხედველობაში, რომ ტარიელი დილის 6-ზე დგება. დანარჩენი მოარგეთ თქვენს რეჟიმს".
ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ტარიელს მართლაც აწუხებდა წონასთან დაკავშირებული პრობლემები.