ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ხვდება.
ნანაძე რამდენიმე წელია, რაც რუსეთში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულად. როგორც ცნობილია, ის საყვარელ ქალბატონებს ძვირად ღირებული საჩუქრებით ანებივრებს.
ირაკლი ნანაძე დაოჯახებული გახლავთ, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამიტომ ჭორი, რომ შორენას ხვდებოდა, თავიდან არარეალური ჩანდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი მამა და მეუღლეა.
ნანაძე-ბეგაშვილის რომანის შესახებ პრესისთვის ანონიმური წყაროდან გახდა ცნობილი. რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე ხშირად მოგვდიოდა წერილები წყვილის გადაადგილების შესახებ. გვწერდნენ იმასაც, რომ ნანაძე შორენას ძვირად ღირებული საჩუქრებით ანებივრებდა და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობასაც უფინანსებდა.
ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახლდათ, რადგან ბეგაშვილი დიდი ხანია, რაც პრესასთან აღარ ურთიერთობს და გამონაკლის ჟურნალებსა და ტელევიზიას თუ არ ჩავთვლით, ინტერვიუებზე უარს აცხადებს. სხვადასხვა გადაცემაშიც მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ შეყვარებულია, მაგრამ ვისზე, ამის შესახებ არაფერს ამბობს.
ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით მათი რომანის გასაჯაროებისგან, რადგან ბეგაშვილი კომენტარზე უარს აცხადებდა, სანამ ანონიმურმა წყარომ წყვილის ერთად ჩახუტებული სურათი არ მოგვაწოდა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge