ამ ნიღაბს მართლაც საოცარი ეფექტი აქვს. მისი მომზადება ძალიან მარტივად, სახლის პირობებში შეგიძლიათ და თუ მას იმ სისტემატურობით გაიკეთებთ, როგორც გირჩევთ, შედეგით ნამდვილად აღფრთოვანდებით.
ნიღაბი-ბოტოქსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ს/კ კარტოფილის ფქვილი (სახამებელი);
ერთი ჭიქა წყალი;
ერთი სტაფილოს ახალგამოწურული წვენი;
1 ს/კ მაღალცხიმიანი არაჟანი;
მომზადების წესი:
1 ს/კ კარტოფილის ფქვილი მოვადუღოთ ერთ ჭიქა წყალში, ხალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1 ს/კ ცხიმიანი არაჟანი. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, გავაცივოთ და 40 წუთის განმავლობაში სქელ ფენად დავიდოთ სახეზე.
ამის შემდეგ ნიღაბს კანივით აიძრობთ სახიდან. შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. უმჯობესია, ნიღაბი გაიკეთოთ ძილის წინ.
მეტი ეფექტისთვის ნიღაბი დღეგამოშვებით, 7-10-ჯერ უნდა დაიდოთ სახეზე. რაღაც პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ კურსი.