ამ ხუთდღიან დიეტას ხშირად მიმართავენ მსახიობები, რადგან ის სწრაფად აკლებინებს წონაში და ამასთან, ჯანმრთელობას არ ვნებს.
პირველი დღე – მოხარშული ბრინჯი (შემდეგ კი კარგად გარეცხილი) + ტომატის წვენი (ყველაფერი მარილისა და შაქრის გარეშე);
მეორე დღე – ხაჭო + კეფირი (ყველაზე დაბალი ცხიმის შემცველობით);
მესამე დღე – მოხარშული ხორცი ან თევზი (რა თქმა უნდა, მჭლე, უცხიმო) + მწვანე ჩაი;
მეოთხე დღე – მაგარი ყველი + წითელი მშრალი ღვინო;
მეხუთე დღე – ხილი (ვაშლი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი და სხვა. შაქრის დაბალი შემცველობით),
ბანანის, საზამთროს, ყურძნისა და ნესვის გარდა.
თუმცა, გაითვალისწინეთ, ამ დიეტის ბოროტად გამოყენება და ხშირად დაცვა რეკომენდებული არ არის.