მეგრული " დიდოუ ნანა" თურქულ სერიალში (+ video) - Marao

მეგრული " დიდოუ ნანა" თურქულ სერიალში (+ video)

2013-11-28 16:43:22+04:00

2012-13 წლებში თურქეთში სერიალი Benim İçin Üzülme ("გული არ დაგწყდეს ჩემ გამო") გადიოდა, რომელშიც მთავარ როლებს ფულია ზენგინერი, ტანსელ ონგელი, სელინ სეკერცი და სხვები ასრულებდნენ.

სერიალის მეთერთმეტე ეპიზოდში ერთ-ერთ დრამატულ სცენას მეგრული "დიდოუ ნანა" გასდევს.

სიმღერას ლაზი მუსიკოსი ქაზიმ ქოიონჯუ ასრულებს, რომელმაც თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ემოციური შესრულების მანერით და ქართული ფოლკლორის სიყვარულით განთქმული ლაზი მომღერალი 2005 წელს, 33 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო