პურის დიეტა: პური, შვრიის ფაფა, რძე და მინუს 4-5 კგ კვირაში - Marao

პურის დიეტა: პური, შვრიის ფაფა, რძე და მინუს 4-5 კგ კვირაში

2013-12-03 14:34:40+04:00

გთავაზობთ დიეტას, რომლის დროსაც არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და გარანტირებულად დაიკლებთ წონაში. მხოლოდ ერთი კვირა და თქვენ მინიმუმ 4 კგ-ს მოიშორებთ, ხოლო რაციონის ბიუჯეტი თქვენს ჯიბეს თითქმის არ შეეტყობა.

დღე 1

საუზმე: ერთი ულუფა შვრიის ფაფა, წყალზე ან რძეზე მოხარშული; ერთი ნაჭერი შავი პური, უშაქრო შავი ჩაი.

სადილი: 2 ნაჭერი შავი პური, უშაქრო შავი ჩაი.

ვახშამი: 2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე უშაქროდ, 2 ნაჭერი შავი პური.

დღე 2

საუზმე: 1 ფინჯანი რძიანი ჩაი (50:50), 2 ნაჭერი შავი პური.

სადილი: 1 ფინჯანი ოთახის ტემპერატურის რძე, 1 ულუფა რძეზე ან წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა.

ვახშამი: 2 ფინჯანი შავი ჩაი უშაქროდ, ორი ნაჭერი შავი პური.

დღე 3

საუზმე: ჭამამდე 20 წუთით ადრე 2 ჭიქა წყალი, 3 ნაჭერი შავი პური.

სადილი: წყალზე ან რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა, ერთი ჭიქა წყალი.

ვახშამი: 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე, ერთი ნაჭერი შავი პური.

დღე 4

საუზმე: ჭამამდე 20 წუთით ადრე ერთი ჭიქა წყალი, 3 ნაჭერი შავი პური.

სადილი: 2 ფინჯანი ოთახის ტემპერატურის რძე, 2 ნაჭერი შავი პური.

ვახშამი: ერთი ფინჯანი უშაქრო ჩაი, ერთი ულუფა წყალზე ან რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა.

დღე 5

საუზმე: ერთი ულუფა წყალზე ან რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა, ერთი ნაჭერი შავი პური, ერთი ფინჯანი შავი ჩაი უშაქროდ.

სადილი: ერთი ჭიქა წყალი, ერთი ულუფა შვრიის ფაფა (წყალზე ან რძეზე მომზადებული).

ვახშამი: ერთი ფინჯანი უშაქრო ჩაი, 2 ნაჭერი შავი პური.

დღე 6

საუზმე: ერთი ულუფა წყალზე ან რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა, 2 ნაჭერი შავი პური, ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი.

სადილი: 2 ნაჭერი შავი პური, ერთი ჭიქა შავი ჩაი უშაქროდ.

ვახშამი: ერთი ჭიქა შავი ჩაი უშაქროდ, ერთი ნაჭერი შავი პური.

დღე 7

საუზმე: 2 ნაჭერი შავი პური, ერთი ჭიქა შავი ჩაი უშაქროდ.

სადილი: ერთი ულუფა შვრიის ფაფა რძეზე ან წყალზე მომზადებული, ერთი ნაჭერი შავი პური, ერთი ჭიქა წყალი.

ვახშამი: ერთი ფინჯანი ოთახის ტემპერატურის რძე, სამი ნაჭერი შავი პური.

დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.