"საშინელებაა ასევე უზარმაზარი და დაუსრულებელი სადღეგრძელოები, მრავალსართულიანი სუფრა"
"საშინელი ეგოიზმია მამაკაცისგან იმის თქმა, რომ ის ამა თუ იმ ქალისთვის აუცილებლად პირველი მამაკაცი უნდა იყოს".
"იყავი თავისუფალი და არა ზოგიერთი განწირული ტრადიციის ჭირისუფალი" - წერდა მომღერალი მარკუს მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ამ ფაქტს გულგრილმა ვერ ჩავუარე და შევეხმიანე...
- რას ნიშნავს შენთვის სიტყვა - ტრადიცია?
- ტრადიციებს ადამიანები ქმნიან. ზოგიერთი ტრადიცია, უბრალოდ, განწირული და ჩემთვის მიუღებელია, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს ვეთანხმები... არ მესმის, ბრმად რატომ უნდა მივყვე ვიღაცის დაარსებულ ადათ-წესებს? ვინმემ ოდესმე მკითხა, როცა ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას ამკვიდრებდა? იქნებ ის ჩემთვის მიუღებელია?
- გასაგებია, მაგრამ ქართველობა ხომ სწორედ ტრადიციებმა შემოგვინახა...
- ეს მცდარი მოსაზრებაა... არავითარმა ტრადიციებმა არ შემოგვინახა... ქართველობა ერის ვაჟკაცობამ, ბრძოლისუნარიანობამ და ქართველი მეფეების სიმტკიცემ შემოგვინახა... ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი ერი აღარ იარსებებდა, რადგანაც იმდენ ადამიანშია გამჯდარი - შური, ბოღმა, ერთმანეთის გაყიდვა, ზიზღი, გადაგდება, ჩაქოლვა, განადგურება, მოსპობა. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ქვეყანა აქამდე ჩვენმა მტკიცე სარწმუნოებამ, ენამ, უფლის წყალობამ მოიყვანა და ბევრჯერ გადაარჩინა...
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge