სახლის პირობებში მომზადებული თვალის მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ლოსიონი - Marao

სახლის პირობებში მომზადებული თვალის მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ლოსიონი

2013-12-17 15:30:40+04:00

ხშირად ხდება, საღამოს, როცა მაკიაჟის ჩამოშორებას დავაპირებთ, აღმოვაჩენთ, რომ ლოსიონი გაგვთავებია. ამის გამო ნუ დაწვებით მაკიაჟით, მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, თან ძალიან მარტივად.

თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი:

1 ჭიქა წყალი

1 ½ სუფრის კოვზი ბავშვის შამპუნი (ცრემლის გარეშე)

1/8 ჩაის კოვზი ბავშვის ზეთი

ეს ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჩამოიშორეთ მაკიაჟი. ყოველი გამოყენების წინ ლოსიონი შეანჯღრიეთ.