"შავკანიანებს დიდ პატივს ვცემ... მათ სულ სხვა აგებულების ყელი და იოგები აქვთ"
"ვინმემ რომ თქვას, ეს გოგოები თეთრები არიანო, ხომ არ გვეწყინება?"
"ქართველი გოგონები სოლარიუმში იმის გამო დადიან, რომ "გაშავდნენ"
პოპულარული სატელევიზიო შოუს - "ერთი ერთში" - მორიგი კენჭისყრისას გაირკვა, რომ მომღერალსა და პროექტის მონაწილეს, სალომე ქათამაძეს მომდევნო შოუში არეტა ფრანკლინის განსახიერება მოუწევს.
ამ საკითხზე სალომემ კომენტარი გააკეთა: აღარ შემიძლია ამდენი შავი ხალხის გაკეთებაო. მომღერლის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მას რასიზმშიც დასდეს ბრალი. ვრცელი განმარტებისთვის თავად სალომეს დავუკავშირდით.
სალომე ქათამაძე, მომღერალი:
- შოუს დროს ვთქვი: აღარ შემიძლია ეს შავი ხალხი-მეთქი. გასაგებია, რომ შეცდომა დავუშვი. განმარტება იქვე უნდა გამეკეთებინა. მოგეხსენებათ, ქუთაისელი ვარ და ჩემი ჭკუით, ქუთაისურად ვიხუმრე. რასისტი ნამდვილად არ ვარ.
რასიზმისგან ღმერთმა დაგვიფაროს მეც და ჩემი ოჯახის ნებისმიერი წევრიც, რადგან ეს ძალიან ცუდი თვისებაა. შავკანიანებს დიდ პატივს ვცემ, რადგან უძლიერესი ვოკალური მონაცემები აქვთ. მოგეხსენებათ, მათ სულ სხვა აგებულების ყელი და იოგები აქვთ.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge