ყველასთვის საყვარელი და "მტირალა" მომღერალი, გიგა კვენეტაძე, უკვე კარგა ხანია, რუსეთში მოღვაწეობს. ის იქ რამდენიმე წლის წინ საყვარელ ადამიანთან, ნინო წიკლაურთან ერთად გაემგზავრა.
მართალია, გარეგნულად არ ეტყობოდა, მაგრამ ნინო გიგაზე ასაკით საკმაოდ უფროსი იყო, რაზეც მაშინ ბევრს ჭორაობდნენ. იმ პერიოდში ნინოს ქალიშვილი (პირველი ქორწინებიდან) გათხოვდა და გიგას მეუღლე ბებიობისთვისაც ემზადებოდა. მოსკოვში დამკვიდრებული მომღერალი ჯერ კიდევ ორი წლის წინ საკუთარ ცოლზე დიდი სიყვარულით საუბრობდა. ინტერვიუში გიგამ განაცხადა, რომ ნინო მუდამ გვერდით უდგას - მე რომ მუსიკას დავწერ, ის ამ მუსიკისთვის ტექსტს წერსო.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ გიგას ცოლი გათხოვდა. ამჯერად უკვე, როგორც ჩანს, მან ასაკით შესაფერისი მეუღლე მოძებნა. ნინოს მეუღლეზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბიზნესმენია და მას ალექსანდრე ივანოვიჩს ეძახიან.

მიუხედავად ამისა, გიგას "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც მომღერალი უცნობ, ლამაზ ქალბატონთან ცეკვავს, ნინოს ეჭვიანობის გამომხატველი არაერთი კომენტარი გაუკეთებია. ამ საკითხზე სასაუბროდ გიგას ინტერნეტით დავუკავშირდით:
- გიგა, როგორც შევიტყვე, შენი ცოლი, ნინო წიკლაური გათხოვდა.
- მართალია, ნინო გათხოვდა. მას პირად ცხოვრებაში წარმატებას ვუსურვებ.
- როდის ან რატომ დაშორდით ერთმანეთს? ორი წლის წინ შენთან ინტერვიუ ჩავწერე და მაშინ ნინოზე ისევ ძველებურად იყავი შეყვარებული.
- პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მინდა. ალბათ, მოსახდენი უნდა მომხდარიყო. ჩემსა და ნინოს შორის გარკვეული გაუგებრობა იყო, რის გამოც დავშორდით კიდეც.
- თუმცა, ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ვიღაც გოგონასთან ერთად ცეკვავ, ნინოს კომენტარები ვნახე. ის აშკარად ეჭვიანობს.
- არ ვიცი. არა მგონია, ეჭვიანობდეს. ნინოს ოჯახი აქვს და მას ბედნიერებას ვუსურვებ.
- ახლა შენს ცხოვრებაში არსებობს საყვარელი ქალი?
- არა, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ლამაზი პეპლები დაფრინავენ.
ნათია ჟივიძე
(სპეციალურად საიტისთვის)