როგორც ცნობილია, ხუთშაბათს პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ნანა ნებიერიძემ დატოვა. მის გავარდნას წინ მცირე ინციდენტი უძღვოდა.
ნანას ჟიურის წევრებმა შენიშვნა მისცეს, მის მიერ ჟიურის არაკომპეტენტურობის შესახებ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გიორგი ვარდოსანიძე გამოეხმაურა.

"ახლა ვუყურე "ცეკვავენ ვარსკვლავებს" დაგვიანებით და ოოოო, ცოტა არ იყოს და ტეხავს... ნანიკო გული არ დაიწყვიტო, მართლა სუპერ გოგო ხარ და მინიმუმ ფინალს იმსახურებდი და ეს ჩემი აზრია... დღევანდელი დღე იყო მაგალითი დაჩაგვრისა, ჩემი აზრით. ჰოდა, შენ ცხვირი არ ჩამოუშვა, ვინ დაიჩაგრება, მაგას მალე ნახავ...
ასე რომ, გილოცავთ ყველა გადასულს გულით.... ნანიკო, შენ მოგიწოდებ, რომ პოხუი ვსო офигенно нам ешо такою спектакль играть што და ჟიურის ბრავოოოოო ბისსსს... მეამაყებით ))))))) შენ არა, ბებერო ტატიკ, შენ მაინც ჩემი ბებერი ხარ, მაგრამ როგორც ყველა მოხუცს, შენც გაგეპარა პაწა სუბიექტურ ობიექტურობა ))))))", - წერს ვარდოსანიძე.