ბევრმა დიდი ხანია საახალწლოდ მორთო სახლი, ზოგიერთმა კი ჯერ ვერ მოიცალა. გთავაზობთ საახალწლო მოდური დეკორაციების იდეებს, რომელთა განხორციელება ძალიან მარტივია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ძველი ნივთების განახლება ძალიან სახალისო პროცესია და მათგან საინტერესო და მოდური მოსართავების გაკეთება შეგიძლიათ. დღეს მოდაში ყველაზე მოულოდნელი კომბინაციები და შეხამებებია. ასე რომ, ექსპერიმენტებისთვის ყველაზე შესაფერისი დრო სწორედ ახლაა, ახალი წლის წინა დღეებში. თანამედროვე დეკორის წესი კი ასეთია: იმოქმედეთ ყველანაირი წესის გარეშე!
გარდა ტრადიციული საახალწლო ფერთა გამისა – მწვანე, წითელი, თეთრი – კარგი იქნება, თუ სხვა, რომელიმე მკვეთრ ფერსაც შეიტანთ დეკორაციაში.
ზოგიერთი გლამურულ, ლითონის სიბზინვარეს ანიჭებს უპირატესობას და თვლის, რომ სწორედ ასეთი გარემო ქმნის ზამთრის ჯადოსნურ განწყობას. პლატინის ფერები თვალისმომჭრელ ყინულოვან იერს შესძენს სახლს.
ნუ დაივიწყებთ ოქროსა და ვერცხლისფერის მაგიურ შეხამებას! მბრწყინავი და ამავე დროს, დამამშვიდებელი ტონები თქვენს სუფრას კიდევ უფრო მეტ სადღესასწაულო იერს მიანიჭებს.
იხილეთ ფოტოგალერეა