ახალ წლამდე თითზე დასათვლელი დღეები დარჩა. ბევრმა საახალწლო საჩუქრებიც იყიდა და ნაძვის ხეც მორთო. იმავე სამზადისი აქვთ ცნობილ ადამიანებსაც.
იხილეთ ფოტოგალერეა
აი, როგორ ემზადებიან ვარსკვლავები ახალი წლის შესახვედრად. ეს ფოტოები მათ სოციალურ ქსელებში თავად ატვირთეს.
მოდელი ჰაიდე კლუმი საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხეს არჩევს. მას ოთხი შვილი ჰყავს. მომავალ წელს კიდევ ერთის გაჩენას აპირებს და შვილებისთვის სახლში ნამდვილ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის. ახალი წლის ღამეს, ლამაზად მორთული ნაძვის ხის ქვეშ კი თითოეულს საჩუქრებს ახვედრებს.
პერის ჰილტონი კი ფიფქიას ფორმაში გამოეწყო. საინტერესოა, მისი სანტა ვინ იქნება?..
მიშელ ობამა თეთრი სახლის მორთვაში აქტიურადაა ჩართული. მერე რა, რომ ის ამერიკის პირველი ლედია, საქმეს სხვა თანამშრომლებთან ერთად ასრულებს.
ახალი წლის სამზადისში Victoria's Secret-ის ანგელოზი ვიქტორია ამბროზიოც აქტიურადაა ჩართული. მას საახალწლო ქუდი უკვე შეუძენია.
მოდელი ალექსა ჩანგი ტრადიციას არ ღალატობს და ყოველწლიურად სანტასთან ერთად ფოტოს იღებს. ეს ტრადიცია მას ბავშვობიდან მოჰყვება.
მომღერალ მერაია ქერის საახალწლოდ უკვე სახლიც მოურთავს და საჩუქრებიც შეუძენია. ამაზე თავის "ტვიტერში" წერს.
საახალწლო წვეულებაზე მსახიობები - ჯეიმი კინგი და რეიჩელ ბილსონი გეტსბის სტილის სამოსის ჩაცმას აპირებენ.
ჯესიკა ალბამ და მისმა მეგობარმა სანტას არყოფნით ისარგებლეს, მის სავარძელში მოკალათდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ტეილორ სვიფტი და ჰეილი სტეინფილდი კი ისევ საახალწლო საჩუქრების შერჩევაში არიან.
იხილეთ ფოტოგალერეა